სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი The Banker-ის მიერ საუკეთესო ბანკად დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

თბილისი, 15 დეკემბერი, 2015 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა, The Banker-ის ჯილდოს - „2015 წლის საუკეთესო ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ მიღების შესახებ. საქართველოს ბანკი პირველი კომპანიაა კავკასიიდან, რომელმაც მოიპოვა ხსენებულ რეგიონში საუკეთესო ბანკის წოდება.

გამოცემა The Banker-ი 1926 წლიდან არსებობს და მისი ჯილდოები ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია საბანკო ინდუსტრიაში. The Banker-ის ჯილდოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაეცემა წამყვან კომერციულ და საინვესტიციო ბანკებს, მათი მიღწევების აღსანიშნავად.

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 34.7%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 32.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.9%) მიხედვით (2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.9 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 260 სერვისცენტრის, 703 ბანკომატისა და 2,284 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100