სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტი დღეს ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს

საქართველოს პარლამენტი დღეს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

როგორც "პირWელს" პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა გიგაურმა განუცხადა, შაბათი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დასვენების დღეა, შესაბამისად, შეხვედრები და სხვა ოფიციალური ღონისძიებები 21 მაისისთვის დაგეგმილი არ არის, თუმცა პარლამენტის აპარატის ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც შაბათისთვის გარკვეული საქმე ჰქონდა დაგეგმილი, პარლამენტში ჩვეულებრივ მივა და საკუთარ საქმეს შეასრულებს.

მისივე განცხადებით, 21 მაისისთვის დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის შენობის დაცვის კუთხით არანაირი განსაკუთრებული ზომა არ მიღებულა და უმაღლესი საკანონმდელო ორგანოს დაცვა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100