სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დაბინავდი“ - თიბისი ბანკი იპოთეკურ სესხზე აქციას იწყებს

თიბისი ბანკი აქციას - „დაბინავდი“ იწყებს და მომხმარებელს იპოთეკურ სესხზე გამოუჯობესებულ პირობებს სთავაზობს.

შეთავაზების ფარგლებში, იპოთეკური სესხის 2 წლიანი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში 6.99%-დან იწყება. კლიენტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი - 8,59%-დან დაიწყება.

აღნიშნული დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით სარგებლობა ყველა იმ ფიზიკურ პირს შეუძლია, ვინც პირველად იძენს საცხოვრებელ ფართს და ვის სახელზეც აღნიშნული დანიშნულების უძრავი ქონება არ ფიქსირდება. შეზღუდვა არ ვრცელდება კომერციული დანიშნულების ფართის მფლობელ პირზე, ასევე თანამსესხებელზე.

შეთავაზებით სარგებლობა 2019 წლის 28 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - Tbcbank.ge, ასევე ცხელ ხაზზე - 032 27 27 27.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100