სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ASB საქართველო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად, მიწისძვრის ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა

კამპანიის „ჩვენ მზად ვართ“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო), 10 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის #59), მიწისძვრის ევაკუაციის სიმულაცია ჩაატარა.

აღნიშნული სიმულაცია ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჩართულობითა და ტექნიკური მხარდაჭერით. ღონისძიების ფარგლებში მოხდა უნივერსიტეტის სრული ევაკუაცია.

“ევაკუაციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც სტუდენტებმა, ისე თანამშრომლებმა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტში დაინერგა კურსი „კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ და ოქტომბრის თვიდან სტუდენტებს ექნებათ აღნიშნული კურსის არჩევის საშუალება.”

თეონა ჯულუხაძე -ASB -ს კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამის კოორდინატორი.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“.

უჩვეულო და საინტერესო ფაქტის მოწმე გავხდი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. პრაქტიკულად მთელი უნივერსიტეტია ჩართული. მიწისძვრის სიმულაცია, რომელიც ახლა ჩატარდა უნივერსიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია. მონაწილეობს სასწრაფო, სახანძრო, მიმდინარეობს გადაღება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ სხვადასხვა კატასტროფის დროს და ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია კრიზისების მართვის შესწავლისთვის.

დავით ლიკლიკაძე - ჟურნალისტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100