სოსო ცისკარიშვილი: ქართულ ოცნებაში აზრთა სხვადასხვაობაა
შიდა პარტიულ დისციპლინაზე და კოალიციაში აზრთა შეუთანხმებლობაზე საუბრობს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. ცისკარიშვილმა დღეს "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებზე "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ისაუბრა.
ექსპერტის თქმით, როდესაც კოალიციის წარმომადგენლები სხვადასხვა შინაარსის განცხადებებს აკეთებენ, ეს იმის მაჩვენებელია, რომ კოალიციაში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.
ცისკარიშვილმა მაგალითად ვახტანგ ხმალაძისა და ირაკლი ალასანიას განცხადებები მოიყვანა და აღნიშნა, რომ კოალიციის წევრები თავად არ არიან შეთანხმებულები, როდესაც ისინი სახელმწიფო მოწყობის სხვადასხვა მოდელებს განიხილავენ.
კომენტარი