სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 35 წელი გავიდა

დღეს, 16 აგვისტოს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მომღერლის, ელვის პრესლის გარდაცვალებიდან 35 წელი შესრულდა. ელვის აარონ პრესლი (Elvis Aaron Presley) 1977 წლის 16 აგვისტოს 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პრესლის მიერ აშენებულ ვილას გრეისლენდში, რომელიც დღეს მუზეუმადაა გადაკეთებული, წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანი სტუმრობს. 16 აგვისტოს გრეისლენდში 75 ათასამდე სტუმარს ელოდებიან.

ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ელვის პრესლი ძალიან იყო გატაცებული ნარკოტიკებით. მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში თავისი ექიმისგან 19 ათასი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო. 1981 წელს პრესლის ბიოგრაფმა ალბერტ გოლდმანმა გამოუშვა წიგნი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ როკმუსიკოსი იმიტომ დაიღუპა, რომ გაუფრთხილებლობის გამო ზედმეტი ტრანკვილიზატორი მიიღო. მართლაც, ტოქსიკოლოგებმა, რომლებიც მუსიკოსის დაღუპვის შემდეგ მის შიგნეულს იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მან 22 სახის წამალი მიიღო, მათ შორის: ელავილი, ავენტილი, მორფი, კოდეინი, ვალიუმი, ნემბუტალი, დიაზეპანი, ამობარბიტალი, პენტობარბიტალი, პლასიდილი. გოლდმანს ბევრმა მიანიშნა ან პირდაპირ უთხრა, რომ მომღერალმა თავი მოიკლა. ცხრა წლის შემდეგ გოლდმანი იმავე დასკვნამდე მივიდა: ელვის პრესლიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა პრესლის გარდაცვალების შესახებ სხვა მოსაზრებებიც არსებობს და ბევრი რამ ბურუსით მოცული რჩება.

წყარო: http://ghn.ge/news-72445.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100