სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამოჩენილი ქართველების სრული სეხნიები საქართველოში

იუსტიციის სახლის „ფეისბუქის“ გვერდზე ცნობილ ქართველთა მოსახელეების სია გამოქვეყნდა. სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ ქართველებს ამ დროისთვის არც ისე ცოტა მოსახელეები, ანუ, ისეთი სეხნიები ჰყავთ, რომელთა არამარტო სახელი, გვარიც ერთმანეთს ემთხვევა.

როგორც გაირკვა, საქართველოში ყველაზე მეტი – 109 ანა კალანდაძეა. სრული სეხნიების მიხედვით მეორე ადგილზეა ნოდარ დუმბაძე – ამ სახელსა და გვარს საქართველოში 77 ადამიანი ატარებს, მესამე კი აკაკი წერეთელი გახლავთ – 55 ადამიანი.

ამას გარდა, საქართველოში არიან:

54 მიხეილ ჯავახიშვილი; 28 მედეა ჯაფარიძე; 27 გიორგი ლეონიძე; 26 ნიკოლოზ ბარათაშვილი; 15 აკაკი შანიძე; 8–8 ილია ჭავჭავაძე, ლადო ასათიანი და დავით გურამიშვილი; 7 ლუკა რაზიკაშვილი; 6 სერგო ზაქარიაძე; 5 კონსტანტინე გამსახურდია; 4 იაკობ გოგებაშვილი; 2 გალაკტიონ ტაბიძე.

ყველაზე ნაკლები, თითო–თითო დარჩნენ საქართველოში ლადო გუდიაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100