ქვეყნის წინსვლა ივანიშვილის მმართველობის დამსახურებაა - პრემიერი ოლიგარქს ემადლიერება
პრემიერი ისევ ბიძინა ივანიშვილს ემადლიერება. ირაკლი ღარიბაშვილმა ელცების კონფერენციაზე თქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება სწორედ ივანიშვილის მმართელობის დამსახურებაა.
სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო ასოცირებაზე მუშაობა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, უვიზო რეჟიმი, რომელიც წარმოუდგენელი იყო 2012 წლამდე და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაგვირგვინება, დიდი ძალისხმევის დაგვირგვინება, სწორედ იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ.
ეს თავისით არ მოხდებოდა, ეს იყო დამოკიდებული იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ 2012 წელს, ის დემოკრატიული გარდატეხა და ის წინსვლა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ და "ქართულმა ოცნებამ" მთლიანად და რა თქმა უნდა, ეს გზა გრძელდება, - თქვა პრემიერმა.
კომენტარი