კოკა მორგოშია საცხოვრებლად რუსეთში გადადის
რადიკალთა ლიდერი, კოკა მორგოშია საცხოვრებლად რუსეთში გადადის - ინფორმაცია ამის შესახებ "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერმა "ტვ პირველს" თავად დაუდასტურა.
მისი თქმით, საქმიანობას ბიზნესის სფეროში გააგრძელებს.
მოლაპარაკებები ფაქტობრივად დავასრულე და ბიზნესაქტივობით გადავდივარ რუსეთის ფედერაციაში. დროის დიდ ნაწილს გავატარებ რუსეთში. ჩემი ბიზნესისთვის იქ უფრო დიდი შესაძლებლობებია, ვიდრე აქ"- განაცხადა მორგოიშიამ.
მისი თქმით, რადიკალურ მოძრაობას რუსეთიდან დააფინანსებს.
კომენტარი