სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რად უნდოდა ნარსიას ანკესი - ბანკზე თავდამსხმელის პირველი ჩვენება

ექსკლუზივი: "პირველებმა" საქართველოს ბანკზე შეირაღებული თავდამსხმელის ჩვენება მოიპოვა. გრიგოლ ნარსია დეტალურად იხსენებს, როგორ განვითარდა რუსთაველის ქუჩაზე მოვლენები, რატომ ითხოვდა 2 მილიონ ამერიკულ დოლარს, ვერთმფრენს, რუსეთის დროშასა და ანკესს.

ნარსია საგამოძიებო ორგანოებისთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, რომ მას განზახული ჰქონდა გადასულიყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მისი თქმით, ანკესზე დსაამაგრებდა რუსეთის დროშას, რომ ვერტმფრენი არ ჩამოეგდოთ.

ნარსიას ჩვენებიდან ირკვევა, რომ სამართალდამცავებს, მისი მოთხოვნით ვერტმფრენი ქუთაისის ძველ აეროდრომზე უნდა გაეჩერებინათ, იქამდე კი ის ავტომობილით უნდა მისულიყო.

"ჯიბიდან ამოვიღე ხელყუმბარა, ბანკში მყოფმა გოგონამ მითხრა, რომ თან ახლდა ასაკიანი ქალბატონი, მთხოვეს, რომ გამეშვა და მეც დავთანხმდი. ბანკში მყოფი პირები აბიყვანე მძევლად. ბანკში შესასვლილე კარი დავკეტე და მასზე დავამაგრე ჩემს მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მაკეტი-მულიაჟი. ამის შემდეგ, ბანკის თანამშრომლებს ვთხოვე, ჩემთვის ბანკში არსებული ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს. ბანკის თანამშრომელ გოგონას ვუთხარი, რომ თავის უფროსთან დაერეკა და ჩემთვის ფული მოეტანათ. იქ მყოფი ერთ-ერთი, მძევალი ბიჭის საშუალებით, ბანკის ხელმძღვანელს სატელეფონო ზარის მეშვეიბით ვთხოვე, რომ ჩემთვის მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონი ამერიკული დოლარი მოეტანათ.

რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესის ჯოხი - აღნიშნული ტიპის საუბარი რამდენჯერმე განხორციელდა. მე ასევე მოვითხოვე მანქანა და ძველ აეროდრომზე ვერტმფრენი. ვერტმფრენით მინდოდა საქართველოს საზღვრები დამეტივებინა - აფხაზეთისა და რუსეთის მიმართულებით. ამისთვის მესაჭიროებოდა, რუსეთის ფედერაციის დროშა და ანკესი. დროშას დავამაგრებდი ანკესის ჯოხზე, რომ საზღვრის კვეთისას ჰამეშალა"- წერია ჩვენებაში.

"პირველების" ინფორმაციით, გრიგოლ ნარსია ჩვენაბაში ყვება, რომ ფულის ნაწილი პოლიციელებმა ბანკთან მიიტანეს, ფანჯრის რაფაზე ჩამოდეს, თუმცა ის საკმარისი არ იყო.

ნარსიას განცხადებითვე, მას შემდეგ, რაც აფეთქებით დაემურა, ძალოვენები კიდევ მივიდნენ მასთან, უთხრეს, რომ ფული მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარი სრულად მიუტანეს და კითხეს კიდეც, ჰქონდა თუ არა ჩანთა ფულის ჩასადებად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100