სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიკოლაივზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, გუშინ ღამით მიკოლაივში რუსულმა ძალებმა დაახლოებით 11 რაკეტა გაისროლეს.

კიმის თქმით, მიკოლაივის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ოჩაკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 6 წლის გოგონა დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

სამხრეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი, ნატალია ჰუმენუკი აღნიშნავს, რომ რუსებმა KH-22 რაკეტები გამოიყენეს, იმავე ტიპის რაკეტები, რაც გუშინ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100