ავიაკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა
სომალიში, ავიაკატასტროფა მოხდა. კერძო თვითმფრინავი, რომელიც ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდა და კენიაში მიფრინავდა, რათა ქვეყანას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებოდა, ჩამოვარდა. ამის შესახებ Aljazeera წერს.
როგორც ცნობილია, თვითმფრინავში 6 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ავიაკატასტროფა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, დედაქალაქ მოგადიშუდან 300 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
თვითმფრინავი ბანდალეს დასახლებაში უნდა დაშვებულიყო. ადგილობრივი ოფიციალური წყაროების ცნობით, არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა, თუმცა დაწყებულია გამოძიება.
კომენტარი