სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თიბისი დაზღვევა“ დასეტყვილი მანქანების მფლობელებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

თიბისი დაზღვევაში 28 მაისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომობილების 300-მდეშემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შეფასების პროცესი ამ დროისთვისაცმიმდინარეობს.

ზარალის ანაზღაურების დეპარტამენტი ოპერატიულად ჩაერთოპროცესში, რაც ითვალისწინებს ავტომობილის დაზიანების ხარისხის შეფასებას დაზარალის ზუსტი ოდენობის დადგენას.

მომხმარებლის სურვილის მიხედვითდაზიანებული ავტომობილები შეკეთდება სერვის ცენტრებში ან თვითონ მომხმარებელისმიერ „თიბისი დაზღვევის“ მიერ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით. „თიბისი დაზღვევას” სტიქიით მიყენებული ზიანის შეფასების და ანაზღაურების დიდიგამოცდილება დაუგროვდა, მათ შორის სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილებისშეკეთების ნაწილში. ჩვენთან ბოლო 2 წლის განმავლობაში სეტყვისაგან დაზიანებულიავტომობილების რაოდენობა უკვე 1,000 აღემატება.

ზოგადად, ამ პერიოდში სეტყვადედაქალაქშიც და რეგიონებშიც ხშირია. ასეთ დროს ჩვენი გუნდი მაქსიმალურადმობილიზებულია, რომ მომხმარებელთან სწრაფი და დროული უკუკავშირი მოახდინოს.ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, მომხმარებელი იყოს ინფორმირებული და დარწმუნდეს,რომ სეტყვისაგან მიყენებულ ზიანს კომპანია სრულად, მაქსიმალურად მისაღებიფორმით და დროულად აანაზღაურებს. ასეთი გამოწვევები ადასტურებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს დაზღვევა ზოგადად.დარწმუნებული ვართ, „თიბისი დაზღვევა“ ამჯერადაც წარმატებულად გაართმევს თავსსტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ავაცილებთ მოსახლეობასმოულოდნელი სურპრიზისგან მიყენებულ ზარალს,” - განაცხადა თიბისი დაზღვევისგენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ.ზარალის დარეგულირების და თანხობრივი ანაზღაურების დიდი ნაწილი მიმდინარეკვირის ბოლომდე დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100