6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. დაგროვილ საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით. საღამოს არ გამოაკლდეთ წვეულებას. საყვარელი ადამიანი საღამოს დღესასწაულად გიქცევთ.
კურო
დაივიწყეთ სიზარმაცე და შეუდექით დაგროვილი საქმეების მოგვარებას. მოერიდეთ აფერისტ ადამიანებთან საქმის დაჭერას. საღამო სუფთა ჰაერზე, მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ტყუპი
სამსახურის საქმეები და საოჯახო ვალდებულებები დილითვე მოაგვარეთ, რათა დრო ფლირტს, მეგობრებთან შეხვედრას და სიურპრიზებს დაუთმოთ. საღამოს ელოდეთ სტუმრებს.
კირჩხიბი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც მომავალში თანამშრომლობას აპირებთ. საღამოს საყვარელი ადამიანი სასიყვარულო ავანტიურაში აგიყოლიებთ.
ლომი
ახალი საქმიანი პარტნიორები გამოგიჩნდებიან ან ახალ ხელშეკრულებებს გააფორმებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. არ გამოაკლდეთ მეგობრულ წვეულებას.
ქალწული
საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. სამსახურებრივ საკითხებზე გადაწყვეტილება ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღეთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზით, ოჯახის წევრები მზრუნველობით გაგანებივრებენ.
სასწორი
საინტერესო და პოზიტიური დღე გელით. მოსალოდნელია შეხვედრები და სარფიანი წინადადებების განხილვები. საღამოს ელოდეთ სტუმრებს. დრო მხიარულად გაივლის.
მორიელი
მარტივად გაუმკლავდებით რთულ საქმეებსაც კი. თუ, რა თქმა უნდა გართობაზე არ მოცდებით და არ იზარმაცებთ. საყვარელი ადამიანი მოსწყენის საშუალებას არ მოგცემთ.
მშვილდოსანი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
იყავით მეტად გაბედული და გწამდეთ საკუთარი შესაძლებლობის. მოსაზრებები გაუზიარეთ უფროსს. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამოს დაისვენეთ, გამოიძინეთ.
მერწყული
წარმატებული დღე გელით; განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან, კოლეგებთან. საღამოს მეგობრებთან ერთად მოიწყვეთ შოპინგი.
თევზები
კარგი დღეა სწავლისთვის, სასწავლო კურსებზე ჩასაწერად. საქმიან სფეროში მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულებას დაუთმეთ.
კომენტარი