სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრანგი არქეოლოგი, რომელმაც საქართველო შეისწავლა

ფრანგი არქეოლოგი ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო 1853 წელს, პარიზში დაიბადა. აღმოაჩინა პტი მორენის ველის მღვიმეები და გამოიკვლია მარნისა და კოტ-დორის მრავალი ნევროპოლი. თავისი აღმოჩენები და გამოკვლევები შეაჯამა ნაშრომში „პრეისტორიული არქეოლოგია“ (1880).

1897 წელს, ბაი საქართველოში ჩამოვიდა და დიდად დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით. არაერთხელ მოიარა მისი სხვადასხვა კუთხე. დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს და სხვა ქართველ მოღვაწეთ. პარიზში მრავალი ლექცია წაიკითხა საქართველოს შესახებ, გამოსცა წიგნები: „საქართველოში“ (1898), „კავკასიონის ქედის სამხრეთით“ (1899),“კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით“ (1899), „თბილისი“ (1900), „იმერეთში“ (1902), „აფხაზეთში“ (1904) და სხვა, რომლებშიც ასახა იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრება, გადმოსცა თავისი შთაბეჭდილებანი და ეთნოგრაფიული დაკვირვებანი, გამოაქვეყნა, აგრეთვე, საქართველოსთან დაკავშირებული რამდენიმე თქმულება და გადმოცემა. ფრანგულად თარგმნა ქართული ზღაპარი-ლეგენდა „მშვენიერება“ (1900) და რამდენიმე სხვა ნაწარმოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100