სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ ბასი აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს

საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ჯგუფები ძალადობრივი კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობენ".

ამის შესახებ ბასმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შეფასებისას განაცხადა.

"ნებისმიერი დემოკრატიულად განწყობილი საზოგადოების ვალდებულებაა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაიცვას, თუმცა ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ საპროტესტო მოქმედებებით სხვა მოქალაქეების უფლებები არ შეილახოს. მათ თავის საქმიანობაში, გადაადგილებაში და თუნდაც გარკვეული მნიშვნელოვანი დღეების სათანადოდ აღნიშნვაში ხელი არ უნდა შეეშალოთ", - განაცხადა ბასმა.

ამასთან, ელჩის თქმით, "დღეს ქუჩაში გასულ დემონსტრანტებს შორის არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც სიტუაციის დაძაბვას და კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობენ".

"ეს ხელს უშლის მათი მოთხოვნების მშვიდობიანი გზით შესრულებას და გარდა ამისა, მათ მიმართ საზოგადოების ნდობას მნიშვნელოვნად ამცირებს", - დასძინა ჟურნალისტებთან საუბრისას ბასმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100