ლიმონით მკურნალობა ქიმიოთერაპიაზე 10 000-ჯერ მეტ შედეგს იძლევა?
ლიმონის წვენს ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერენ. მას ანტიმიკრობული პრეპარატის შეფასებას აძლევენ, რომელიც ბაქტერიული და სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ეფექტურ, ქმედით საშუალებას წარმოადგენს. ლიმონი ასევე არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, არის ბრწყინვალე ანტიდეპრესანტი, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ა.შ. აღარაფერს ვამბობთ ადამიანის ორგანიზმზე მისი, როგორც ვიტამინების წყაროს, პოზიტიურ გავლენაზე.
ლიმონის სასარგებლო თვისებებიდან ყველაზე საინტერესო გახლავთ ლიმონის მოქმედება სიმსივნურ დაავადებებზე. ეს საოცარი პროდუქტი ეფექტურად ანადგურებს მეტასტაზებს და ქიმიოთერაპიაზე მეტი შედეგიანობით გამოირჩევა.
მედიცინის მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით (Institute of Medical Sciences, 819 N. LLK Goats Street, Baltimore, MD1201), 1970 წლიდან მოყოლებული 20-ზე მეტმა ლაბორატორიულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ლიმონი ეფექტურად ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს . კვლევების თანახმად, ლიმონი 10 000-ჯერ უკეთესია Adriamycin-ის პროდუქტზე - პრეპარატზე, რომელიც ქიმიოთერაპიის სამყაროში გამოიყენება და მეტასტაზების ზრდას ანელებს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ პრეპარატს ლიმონთან ერთად გაძლიერებული ეფექტი აქვს - მეტასტაზებს ანადგურებს ისე, რომ ჯანმრთელ უჯრედებს საერთოდ არ ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ურთულესი დაავადების მარტივად მკურნალობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მსხვილი კორპორაციების ინტერესებიდან გამომდინარე, დღემდე არ ხდება. არადა, ლიმონს, ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, თანმდევი არასასიამოვნო შეგრძნებები არ ახასიათებს, უკეთესი ეფექტიც აქვს და გემოსაც სასიამოვნოს ტოვებს.
ონკოლოგების უმრავლესობა ე.წ. ლიმონოთერაპიას ეწინააღმდეგება, ამბობს, რომ ეს დროის ტყუილი კარგვაა და სარგებლის ნაცვლად, შეიძლება, პირიქით, ზიანიც მივაყენოთ ორგანიზმს. ექიმები დაავადებულებს ონკოლოგთან ვიზიტისა და დროული სამედიცინო ჩარევისკენ მოუწოდებენ.
კომენტარი