სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის მოთოვს თბილისში?

2 დეკემბერს მთელს საქართველოში თოვლია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა , დღეს საქართველოში გამოიდარა, თუმცა ღამით ამინდი შეიცვლება.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ამაღამ ითოვებს. მაღალმთაში იქნება ქარბუქი.

დღეს ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა -1;+4; მთაში -7; -2; მაღალმთაში -11; -16 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში კი -7;-2; მთაში -12;-7; ხოლო მაღალმთაში -17; -12.
ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით +1;+6; მთაში -2;+3; მაღალმთაში -6;-1 იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში +3; +8; მთაში -3;+2; მაღალმთაში -7;-2. თბილისში ხვალ მცირე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1;+4 იქნება.

12 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში კვლავ თოვაა მოსალოდნელი, მათ შორის - თბილისშიც.

წვერავას თქმით, ყინვიანი და ცვალებადი ამინდები, პერიოდული გამოდარებითა და თოვლის ნალექით 17 დეკემბრამდე შენარჩუნდება. შემდეგ შესაძლოა, გამოიდაროს და ამინდი გაუმჯობესდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100