"გაუშვეს მეორე ჟურნალისტიც, რომელმაც ღიად დაადანაშაულა ღარიბაშვილი" - ჟორჟოლიანი "რუსთავი 2-დან" გურამ როგავასა და თეონა ცხომელიძის წასვლას ეხმაურება
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ჟორჟოლიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2-დან" გურამ როგავასა და თეონა ცხომელიძის წასვლას ეხმაურება.
"რუსთავი 2-დან" გაუშვეს თეონა ცხომელიძეც. ეს იყო მეორე ჟურნალისტი, რომელმაც ლექსოს გარდაცვალებაში ღიად დაადანაშაულა ღარიბაშვილი. ასეთი თავისუფალია ეს არხი, რომელიც ჩხარტიშვილმა იყიდა, მაგრამ ღარიბაშვილის ფრთა მართავს იქაურობას.
უბედურებაა როცა მთავრობა რუსს და ქვეყნის მტერ ჩხარტიშვილს ამხელა ძალაუფლებას აძლევს. მინდა იმ წამყვანების სახე ვნახო, სიტყვის თავისუფლებისთვის რომ იბრძოდნენ წინა წლებში და ახლა ხმას არ იღებენ. გამოჩნდა რეალურად რაზე გადიოდა მათი "პრინციპულობა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, "კურიერის" წამყვანმა თეონა ცხომელიძემ "რუსთავი 2" დატოვა.
მანამდე "რუსთავი 2" გურამ როგავამ დატოვა.
კომენტარი