სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამია: ხომ არ ცდილობს პროკურატურა მოკლულების წარმოჩენას მოძალადეებად და ამგვარად მკვლელების მდგომარეობის შემსუბუქებას?

პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში, რამდენიმე წუთის წინ 51-ე სკოლის დირექტორმა ისაუბარა. აი რას წერს ამ ეთერის შემდეგ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია და რა მოსაზრებები აქვს რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს:

ამ წუთში, პოსტსკრიპტუმში, 51ე სკოლის დირექტორი, მანანა თურქაძე აცხადებს, რომ არავითარი პნევმატური იარაღი სკოლაში არ ყოფილა და პლასტმასის სათამაშო იარაღი იყო. ასევე, დაამატა, რომ დაკითხვისას პროკურატურაში მისთვის ეს ფაქტი არც უკითხავთ, თორემ აუცილებლად უპასუხებდა.

ჩნდება ლეგიტიმური და ლოგიკური შეკითხვები:

საიდან გაჩნდა პროკურატურის განცხადებაში პნევმატური იარაღი?

რატომ დაეყრდნო უწყება მხოლოდ დაინტერესებული მხარის განცხადებას და გადამოწმების გარეშე გაავრცელა ეს, როგორც ფაქტი? ხომ არ ცდილობს პროკურატურა დამნაშავეების ვიქტიმიზაციას და მოკლულების წარმოჩენას მოძალადეებად და ამგვარად მკვლელების მდგომარეობის შემსუბუქებას სამართლებრივი თუ საზოგადოებრივი შეფასების თვალსაზრისით?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100