სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფინ კაბანკი SMART სერტიფიკატის მქონე პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში

20 აპრილი, თბილისი - ფინკა ბანკი საქართველო SMART სერტიფიკატის მქონე პირველი საფინანსო ინსტიტუტია ქვეყანაში - ამის შესახებ ფინკა ბანკის წარმომადგენლებმა 20 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. Smart Campaign - არის მსოფლიოს გლობალური კამპანია, რომლის მიზანია დაეხმაროს ფინანსურ ინსტიტუტებს შეიმუშაონ გამჭვირვალე, ღირსეული და გონივრული ფინანსური მომსახურებისთვის საჭირო რეგულაციები.

“ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებასა და ჩვენი კლიენტების კეთილდღეობაზე. SMART- ის მიერ მონიჭებული სერტიფიკატი აღიარებაა იმისა, რო ჩვენი შიდა სტანდარტები და პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ სამართლიან და ეთიკურ დამოკიდებულებას ეფუძნება,“- განაცხადა ფინკა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა.

ფინკა ბანკი საქართველო 18 წელია ფინანსურ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებს, რათა მათ გაზარდონ საკუთარი შემოსავალი, შექმნან სამუშაო ადგილები და გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. 2013 წელს ორგანიზაციამ საბანკო საქმიანობის ლიცენზია მოიპოვა და მას შემდეგ მომხმარებლებს სრულ საბანკო მომსახურებს სთავაზობს.

ფინკა ბანკი ქმნის განსხვავებას - ქვეყნის ყველა რეგიონში არსებული სერვის ცენტრების საშუალებით ადგილობრივ საბანკო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს, რომელთაგან 79% სოფლად მცხოვრებია და პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა აქვთ. 80 000-ზე მეტი ადამიანის საარსებოწყარო სწორედ ის ბიზნესია, რომელსაც ფინკა ბანკი საქართველო აფინანსებს.

ფინკა ბან კსაქართველოს SMART სერტიფიკატი კლიენტების ინტერესებზე ორიენტირებული პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობის დასტურად გადაეცა, რაც SMART-ის გლობალური კამპანიის 7 პრინციპის შესაბამისობას ითვალისწინებს: პროდუქტის სათანადო დიზაინი და მიწოდება, ჭარბვალიანობის პრევენცია, გამჭვირვალობა, გონივრული ფასდადება, კლიენტების სამართლიანად და პატივისცემით მოპყრობა, კლიენტის მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა და საჩივრების განხილვის მექანიზმის არსებობა.

“მოხარულები ვართ, რომ ფინკა ბანკი პირველი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელსაც SMART სერტიფიკატი გადაეცა. ფინკა ბანკი შეუერთდა მსოფლიოს მიკროსაფინანსო სექტორის 44 ლიდერ ორგანიზაციას, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საფინანსო ინსტიტუტი, რაც, ვფიქრობ, ბრწყინვალე მაგალითი იქნება ამ სფეროში მოღვაწე სხვა ორგანიზაციებისთვისაც,“- განაცხადა ელისაბედ ბარესმა, სმარტის კამპანიის დირექტორმა.

ფინკა ბანკი საქართველოს შესახებ

სს ფინკა ბანკი საქართველო, ქვეყნის მასშტაბით არსებული 40 სერვის ცენტრის საშუალებით, 90 000 მეტ მომხმარებელს უწევს ფინანსურ მომსახურებას. ფინკა ბანკი საქართველო ფინკას საერთაშორისო ქსელის ნაწილია, რომლის სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს. ფინკა მსოფლიოს 23 ქვეყანაში 2 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ესტუმროთ საიტს www.FINCA.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100