სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკოლოზ რაჭველის კომენტარი ვახტანგ კახიძესთან დაპირისპირების შესახებ

ნიკოლოზ რაჭველი ვახტანგ კახიძის მიერ მისდამი წამოყენებულ ბრალდებებს ეხმაურება:
"თბილისის ერთადერთი სიმფონიური მუსიკის დარბაზის კარი ეროვნული ორკესტრისთვის დაკეტილია, მიზეზი ზოგჯერ ჩემი პროფესიონალიზმია, ზოგჯერ დარბაზის დატვირთვა, ზოგჯერ ორკესტრისადმი დამოკიდებულება... გული მწყდება, რომ ამ პრობლემამ კულისებიდან ავანსცენაზე გადაინაცვლა, თუმცა ეს არ მოხდებოდა თუნდაც ერთი კეთილი ნაბიჯი რომ გადმოდგმულიყო, თუნდაც სიტყვიერი... ახლა კი საზოადოებამ გადაწყვიტოს ჩვენი ბედი! ყოველთვის ჩემი ხალხის, მუსიკით შეძენილი გულშემატკივრების იმედად ვიყავი, არც სახელოვანი მშობლები მყოლია და არც მდიდარი ნათესავები... ასე მოვედი აქამდე... დღეს კი მყავს არმია საოცარი მუსიკოსების, რომელთა წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ისინი ღირსეულად მოღვაწეობდნენ საკუთარ სამშობლოში! ხოდა მეც წავედი კომპრომისზე საკუთარ თავთან და ვეღარ დავმალე წლების მანძილზე ნატარები გულისტკივილი...", - წერს რაჭველი სოცილურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სიმფონიური მუსიკის ცენტრის ხელმძღვანელ ვახტანგ კახიძეს მიაჩნია, რომ ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორისთვის აუცილებელ ვერც ერთ ჩამოთვლილ პირობას ვერ აკმაყოფილებს. სიმფონიური ორკესტრის კახიძის ცენტრში შეშვებას ისევ არ აპირებს. მუსიკალური ცენტრი კი ავარიულობის გამო უკვე 3 წელია დახურულია და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი რეპეტიციებს ნათხოვარ დარბაზში გადის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100