გიორგი ლაღიძე: ჯანდაცვის სფეროში გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები უკვე არსებობს
მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ, საზოგადოებაში და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
არნიშნულ რეფორმას არაერთი არასამთავრობო ორგანიზავია და საზოგადო მოღვაწე გამოეხმაურა.
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას „ადამიანის ულებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის“ პრეზიდენტი, გიორგი ლაღიძეც გამოეხმაურა.
„ჯანდაცვის სფეროში გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები უკვე არსებობს, რაც გულისხმობს გაჭირვებული ფენისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას. პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც წლების წინ ელემენტარული სახსრები არ ჰქონდა ოპერაციების გასაკეთებლად და ექიმთან გეგმიური ვიზიტისათვის. თუმცა მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ მთლიანად უნდა აიღოს თავის თავზე სოციალურად გაჭირვებული ფენის დაფინანსება ჯანდაცვის კუთხით. თუ მაგალითად კონკრეტული ოპერაციისთვის მოქალაქეს უწევს 30 % თანადაფინანსება, ხშირად ეს მცირე პროცენტიც მაღალ თანხებს უტოლდება. გარდა ამისა, საჭიროა ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება, რაც ადრეულ სტადიაზე მოხსნის ათასობით ადამიანის ჯანმრთელობის გართულების რისკებს. ეს რგოლი დედაქალაქში შედარებით უკეთ მუშაობს, თუმცა რაც შეეხება რეგიონებს, იქ კადრების უმრავლესობა გადამზადებას საჭიროებს. მხოლოდ ამის შემდეგ აღუდგება მოსახლეობას ნდობა ოჯახის ექიმის ინსტიტუტისადმი,“ – განაცხადა გიორგი ლაღიძემ.
კომენტარი