სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელიას გამოსვლა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ყრილობაზე

დღეიდან საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ნაწილი იწყება. ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა სპოის სასახლეში მიმდინარე პარტიის ყრილობაზე. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მთავრობის მცდელობის მიუხედავად ჩააყენოს არათანსწორ ბრძოლაში და ხელი შეუშალოს ყველა გზით „ნაციონლაური მოძრაობას“, ის მაინც გაიმარჯვებს. „და მე მჯერა ჩვენი გამარჯვების, როგორც არასდროს“,-განაცხადა მელიამ.

გადასახადების შემცირება იმისთვის, რომ ბიზნესს ბევრი ფული დარჩეს, გაფართოვდეს და ხალხი დაასაქმოს. საწვავზე და გაზზე აქციზური გადასახადის გაუქმება, საგადასახადო ამნისტია-ეს არის ის რაც მელიას თქმით სამუშაო ადგილებს შექმნის. მისივე თქმით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის, სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისათვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100