ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 224 155 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 208 951-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 443 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 420 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 677 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 1 393 ადამიანი იმყოფება.
კომენტარი