სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლინიკა "ვივამედის"დაცვის თანამშრომელი გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრმა დაჭრა

კლინიკა "ვივამედის" დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები მკურნალი ექიმის ნახვას ცდილობენ, რისი უფლებაც დაცვის წევრმა არ მისცა. ფაქტის გამო გაღიზიანებულმა პირმა დაცვის თანამშრომელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ექიმის განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას მძიმე მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული ცივი იარაღით, აქვს აქტიური სისხლდენა. ამ დროისთვის უტარდება გადაუდებელი ოპერაცია. ექიმის შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100