სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ კალანდიას ადვოკატი დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს დააყენებს

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის გირაოდ შეცვლას მოითხოვს დღეს მისი ადვოკატი.

პირველი წინასასამართლო სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება, სადაც მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებას არ აქვს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც კალანდია პატიმრობაში უნდა დარჩეს, ამიტომ მოითხოვენ აღკვეთის შეცვლას. არ არის გამორიცხული დღევანდელ სხდომაზე კალანდიას უფლებადამცველმა იმ ზეწოლის შესახებაც ისაუბროს, რომელსაც მისივე მტკიცებით, ადგილი ჰქონდა მიხეილ კალანდიასა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სამმართველოში გამოკითხვის დროს. ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დაახლოებით ერთი თვის წინ დააკავეს. ის დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებას არ აღიარებს.

"საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ნამდვილად არ იძლევა იმის ვარაუდს, რომ სასამართლომ არ შეცვალოს აღკვეთის ღონისძიება იმიტომ, რომ მოპოვებული მტკიცებულება ჯერ კიდევ 2017 წლის საქმიდან გამომდინარეა," - განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100