სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯეი ლოს წარმოდგენაც არ აქვს, რომ თავისი საქმრო ჩემს ყოფილ ცოლთან ღალატობს" - ჯენიფერ ლოპესის მომავალი ქმარი თანაგუნდელმა ღალატში ამხილა

მომღერლის, მოცეკვავისა და მსახიობის ჯენიფერ ლოპესის ფანებმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრეს ფაქტი მათი კუმირის მოსალოდნელი ქორწინების შესახებ, რომ ჯეი ლო უკვე სკანდალში გაეხვა - მისი საქმრო, ალექს როდრიგესი ღალატში ამხილეს.

ბეისბოლის მოთამაშე ალექსი თანაგუნდელმა ხოსე კანსეკომ ლოპესის ღალატში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ტვიტერის გვერდზე დაპოსტა:

"ახლა ვუყურებ შოუს "ცეკვის სამყარო", ჯეი ლო კი ზის და ალექსს ემესიჯება, წარმოდგენაც არ აქვს, რომ საქმრო ჩემს ყოფილ ცოლთან ღალატობს. საცოდავი გოგო, არც კი იცის, როგორია ალექსი სინამდვილეში".

როგორც ხოსეს პოსტიდან ირკვევა, მან ვერ აპატია თანაგუნდელს ის ფაქტი, რომ თავის ყოფილ ცოლთან წევს და გადაწყვიტა შური ამ გზით ეძია. რამდენად უტყუარია ინფორმაცია და ღალატობს თუ არა სინამდვილეში ალექსი ჯენიფერს, ეს ძალიან მალე გაირკვევა, რადგან ღალატი, მითუმეტეს, როცა ცნობილი ადამიანის გვერდით ხარ, არასდროს იმალება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100