როგორ გარდაიქმნებოდა ყვავილი ძლევამოსილ სიმბოლოდ დაპირისპირების დროს, დღეს საქართველოშიც გაიხსენეს - „ყვავილთა ძალა“ და გენიალური კადრები
როგორ გარდაიქმნებოდა ყვავილი ძლევამოსილ სიმბოლოდ დაპირისპირების დროს, დღეს საქართველოშიც გაიხსენეს - გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა და წევრებმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულ სამართალდამცველებს მიხაკები მიუტანეს.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს ყვავილები იმის ნიშანია, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა
„ყვავილთა
ძალა“ დაპირისპირების დროს - მსოფლიო ისტორიამ ამის გენიალური კადრები შემოინახა.
1981 წელს გაეროს
გენერალურმა ასაბლეამ 21 სექტემბერი ოფიციალურად გამოაცხადა „მსოფლიო
მშვიდობის დღედ“ და მას ასეთი ფოტო მიუძღვნა. ( ყვავილს აქ მთავარი
დატვირთვა აქვს და ის მშვიდობის სიმბოლოა)
დრონი.ჯი გთავაზობთ
სხვა ისტორიულ კადრებს, სადაც ყვავილი მშვიდობის
სიმბოლოდ იქცა.
ვიეტნამის ომის
საპროტესტო აქცია
1967 წელს, რომლის
დროსაც დემონსტრანტი
სამხედრო პოლიციას
ყვავილს სთავაზობს.
„ყვავილთა ძალა“ – ომის საწინააღმდეგო აქცია. 1967 წელი. ბერნი ბოსტონის ცნობილი ფოტო
ფოტო სახელწოდებით
„ომი და
ყვავილები“ გადაღებულია
1967 წელს ვიეტნამის
ომის წინააღმდეგ
გამართულ საპროტესტო
აქციაზე პენტაგონთან.
17 წლის ამერიკელი
სტუდენტი იან
როუს ქაშმირ
ყვავილს სამხედრო
პოლიციას.
კომენტარი