სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბრავო ნინა შენ მე მომიგე" - მაიკო კაჭკაჭიშვილი სუბლატზე

მაიკო კაჭკაჭიშვილი "იქს-ფაქტორის" ორშაბათის კონცერტს იხსენებს, რომელზეც დათუნა ლაზარიშვილი ნინა სუბლატის გადაწყვეტილებით პროექტში დარჩა:
"დარწმუნებული ვიყავი, რომ გავარდნილი იყო. მე დარბაზიდან გავედი არ მინდოდა მენახა და მომესმინა როგორ ტოვებდა პროექტს... მარიკო ლეჟავა მოვიდა გილოცავო და გავოგნდი... ვერ გეტყვით, რომ სიხარულით ცას ვეწიე, იმიტომ რომ 12 წლის მომღერალი რომლისთვისაც არ არსებობს სირთულე არც ვოკალურად არც ტექნიკურად არც დიაპაზონის მხრივ თან ტონალობასთან კონფლიქტში არ არის, აუთსაიდერად არ უნდა მდგარიყო მეორედ. მიუხედავად იმისა, რომ ნინა სუბლატთან დაკავშირებით საყვედური გამოვთქვი ერთ-ერთ შოუში, ამას როგორც გამოჩნდა ნინაზე გავლენა არ მოუხდენია... ბრავო ნინა შენ მე მომიგე", - წერს მუსიკოსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100