სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თინა კანდელაკს ანტიქართველობა დაუფასდა: მას ბანკირობა უბოძეს (ვიდეო)

კრემლის სასარგებლოდ მოაზროვნეების, მარიონეტების, კრიკუნებისა და მშობლიურ ერზე დაბოღმილი ნებისმიერი ეროვნების ადამიანის მიმართ რუსეთის ხელისუფლების მადლიერების გამოხატვის ფორმა არ იცვლება: ასეთები ან ნავთობკომპანიების, ან ბანკების დირექტორთა საბჭოებში შეჰყავთ ხოლმე.

კრემლი ტრადიციას არც ახლა ღალატობს და კიდევ ერთ, ანტიქართული განცხადებებით ცნობილ, სკანდალურ ტელეწამყვანს – თიკა კანდელაკს ამისამართებს ბანკის მიმართულებით: იგი „ვიატკა ბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ხდება.

თანამდებობა ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის და რუსეთში ასეთი პრესტიჟული ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრობაზე ბევრი რუსი და არარუსი, პროფესიონალი ფინანსისტი იოცნებებდა, მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ ასეთ თანამდებობებს კრემლი პოლიტიკური ნიშნით არიგებს.

მათ, ვინც კარგად იცნობენ თიკა კანდელაკს, მისი „სახეცვლილება“ არ უკვირთ. არ უკვირთ, მაგრამ ზოგიერთს, მაგალითად, ვახტანგ კიკაბიძეს – ეცინება. „ეს რომელი – წამყვანი რომ არის?“ ,– იკითხა მან, როცა გაიგო, რომ კანდელაკი „ვიატკა ბანკის“ დირექტორთა საბჭოში შეიყვანეს, მერე კი დაამატა: „ჰმ... რა უნდა ვთქვა, მეცინება ახლა...“

თიკა კანდელაკს კარგად იცნობს რუსი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვიც: „მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ თიკა კანდელაკს. არა იმიტომ, რომ ის საქართველოს მიმართ ასეთ განცხადებებს აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ არაპროფესიონალი ჟურნალისტია. თუმცა, ბოლო დროს არც იყო ჟურნალისტი: საზოგადოებრივი პალატის წევრი გახლდათ, ეს კი რუსეთში პოლიტიკურ თანამდებობად ითვლება...“

მის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედევად, თიკა კანდელაკისთვის მთავარი ის არის, რომ თვითონ კომფორტულად იგრძნოს თავი. რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე პრივილეგირებული ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრობა კი მას კომფორტულად ყოფნის გარანტიას ნამდვილად აძლევს.

საინტერესო ისაა, დირექტორთა საბჭოში თიკა კანდელაკი ერთადერთი ქალია თუ კიდევ ეყოლება გვერდით ვინმე, ვისთანაც შეეძლება, ფინანსური ბუტბუტით გადაღლილი ტუჩები ამ ვიდეოში აღწერილი კოცნის მსგავსი „დაკონებით“ განტვირთოს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100