როგორ გავხდეთ და შევინარჩუნოთ სილამაზე? კამერონ დიასის 10 რჩევა
ბევრისთვის საყვარელი კინოვარსკვლავი კამერონ დიასი საკუთარი სილამაზის საიდუმლოს ამხელს და ქალბატონებს 10 კონკრეტულ რჩევას აძლევს. დრონი.ჯი ჟურნალ ელის მიერ გამოქვეყნებული რჩევების თარაგმანს გთავაზობთ.
ზოგჯერ კანს სჭირდება კარგი კვება და არა კრემი.
ნუ შეგეშინდებათ ასაკის. მე არ ვცდილობ გამოვიყურებოდე როგორც 26 წლის გოგო, მე უბრალოდ მსურს გამოვიყურებოდე ელეგანტურად.
ჩემი მიზანია ჯანმრთელობა და არა 90-60-90 პარამეტრები.
ხშირად ნუ გაიკეთებთ ლაზერულ ეპილაციას. ვიცი, რომ ახლა მოდაშია თმისგან ტოტალური გათავისუფლება, მაგრამ გაუფრთხილდით ბიკინის ზონას.
ფეხსაცმელების ნაცვლად ემოციების კოლექცია შეაგროვეთ. დააძალეთ საკუთარ თავს სახლიდან გასვლა და ყოველდღიურად გაანებივრეთ თავი სიახლეებით. ეს დადებითი ემოციების წყაროა. დადებითი ემოციები კი ჯანმრთელობასა და სილამაზეს უწყობს ხელს.
საუზმე საუკეთესო საკვებია. საუზმის აუცილებლობაზე არამხოლოდ მე არამედ დიეტოლოგებიც ბევრს საუბრობენ, ამიტომ ნუ იტყვით მასზე უარს.
მუდმივად იმოძრავეთ. სპორტი, ფიტნესი, უბრალო სეირნობა, მთავარია სხეული არ მოადუნოთ.
კარგად გამოიძინეთ.
იყავით დისციპლინის მოყვარული, ეს ყველა საქმეში წარმატების საწინდარია.
იყავით სექსუალური. სექსუალური კი ის ქალი გახლავთ, რომელიც აცნობიერებს საკუთარ მშვენიერებას.
კომენტარი