სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუჩაში ფანჯრის წინ...

ვიღაც ფანჯრის წინ გაჩერდა, იცდის,
გრძნობით ხელებში თაიგულს ათბობს,
ის ელოდება გოგონას ფიცით
და გულში სიტყვებს განცდებით ამბობს:

სახლიდან გამოსულს გაჩუქებ ყვავილებს
და შენს ღიმილში დავტოვებ კოცნას,
ჩემი გულ-მკერდი თავის ნაპირებს
შენთვის გაიშლის, ახლაც რომ თრთოლავს...

ფიქრობს ბიჭუნა, ფიქრობს და ელის,
ეძებს იმ ხმაურს, უცებ რომ ამცნობს...
გოგონას კიბით დაშვებას ფეხით,
რომლის დაღმართიც სიყვარულს არ თმობს...

ამ მონატრებას გასდევს სურნელი,
ჰაერს რომ ხატავს გვირილის ცარცით,
გული გულისთვის არის ულევი
და მათი სისხლი არ არის ბაცი...

დრო წუთებს იფრცქვნის ნეტავი ვისთვის?..
ბიჭი კი ახლაც ამ სიტყვებს ამბობს:
ჩემო სიცოცხლევ, მე შენთვის ვიცდი...
და მე ამისთვის არაფერს არ გთხოვ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100