სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი კომუნისტებს სოხუმში ემალებოდა

“რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის, ოჯახის წევრები ბარბაროსულად დახოცეს”- ეს რომანოვების ტრაგიკული ისტორიის ოფიციალური ვერსიაა, თუმცა წლების განმავლობაში საზოგადოებაში უამრავი არაოფიციალური ვერსია გაჟღერებულა.

დაუდასტურებელ მოსაზრებებს შორისაა საიდუმლოებით მოცული ამბავი, რომლის თანახმადაც ბოლშევიკებმა სამეფო ოჯახის ორეულები დახვრიტეს, რეალური მეფე და მისი ცოლ-შვილი კი ქართველმა დიდგვაროვნებმა შეიფარეს. რომანოვების ტრაგედიის ქართულ ვერსიაზე თამარ მეფის ორდენის მაგისტრი, ვახტანგ ჯორჯიკია, საუბრობს. სწორედ ჯორჯიკიას ბაბუის სახლი გახლდათ აფხაზეთში ჩასული რომანოვების პირველი თავშესაფარი.

ჯორჯიკიას თქმით, რომანოვების ოჯახი დახვრეტისგან ევროპის სამეფო ოჯახებმა იხსნეს, თუმცა შემდგომში მათი მფარველობა აღარ ისურვეს და განსაცდელში ჩავარდნილ ნიკოლოზ მეორეს დახმარების ხელი ქართველებმა გაუწოდეს.

აფხაზეთში გადმოსახლებული ნიკოლოზ მეორე სერგეი დავიდოვიჩ ბერიოზნიკად იქცა. დედოფალი ალექსანდრა კი ხან ფიოდოროვნას გვარს ატარებდა და ხანაც სეროვას, თუმცა იმდროინდელი ქართული ელიტის დიდმა ნაწილმა მათი ვინაობა კარგად იცოდა. საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ კი რუსეთის უკანსკნელი იმპერატორი სოხუმში მეეზოვედ მუშაობდა.

როგორც ვახტანგ ჯორჯიკია იხსენებს, რომანოვების ტრაგედიის ქართული ვერსია საკუთარი ბაბუისგან ალექსანდრე გრიგოლიასგან შეიტყო. სწორედ ბაბუამ უანდერძა, რომ მათ ოჯახში დამალულ დოკუმენტებსა და ფოტოებს გაფრთხილებოდა. ბაბუის ნაამბობს ვახტანგ ჯორჯიკიამ სერიოზული ყურადღება მასზე და მის სახლზე რამდენიმე თავდასხმის განხორციელების შემდეგ მიაქცია, 80-იან წლებში მისთვის უცნობმა პირებმა რომანოვების ისტორიაზე საუბარიც კი აუკრძალეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100