სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 წლის ულამაზესი მსახიობი ევროპის საოცნებო თეატრალურ უნივერსიტეტში მოხვდა - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ მარიკა ხუნდაძესთან

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი 23 წლის მარიკა ხუნდაძე ცხოვრების დიდ ასპარეზს ბრიტანულ უნივერსიტეტში (Royal Central School of speech and drama) იწყებს. მან ურთულესი ტურები გაიარა ამ უნივერსიტეტში მოსახვედრად და მისმა შრომამ შედეგი გამოიღო. შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და დრამის უნივერსიტეტი დამთავრების შემდეგ, ბათუმის თეატრში მუშაობდა. დაკავებული იყო სხვადსხვა სპექტაკლებში და ამ ყველაფრით ძალიან ამაყობს.

დრონი.ჯი დაინტერესდა ახალგაზრდა ნიჭიერი, წარმატებული მსახიობით და ჩაწერა მასთან ინტერვიუ. მარიკა გვესაუბრება სამომავლო გეგმებსა და პირად ცხოვრებაზე.

- საზოგადოებას უკეთ რომ გავაცნოთ შენი თავი, გვიამბე შენს შესახებ.

მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. ხშირად დავდიოდი თეატრში, ოპერაში და იმდენად მომწონდა სცენაზე რაც ხდებოდა, სახლში მისვლისას ემოციებით დახუნძლულს, აღარ ვიცოდი სად დამეხარჯა ეს ემოციები, ამიტომ ვიკეტებოდი ჩემს ოთახში და ვთამაშობდი. ოჯახიდან პატარა წინააღმდეგობა მქონდა, თუმცა ვერ შემიცვალეს აზრი. ზუსტად ორ კვირაში მოვემზადე და მოვხვდი თეატრალურში.

- როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში (Royal Central School of speech and drama) მოხვდი, სადაც მაგისტრატურის გავლას გეგმავ. როგორია შენი ემოცია?

ბრიტანულ სკოლაში ვსწავლობდი, გამოცდებიც ასე ჩავაბარე და სულ მქონდა გეგმაში წასვლა, მაგრამ თეატრალურის გამო მომიწია აქ დარჩენა. ანდრო ენუქიძესთან მოვხვდი და ქალბატონი ნინო კასრაძე იყო ჩვენი ასისტენტი, შემდეგ ბატონ გიზო ჟორდანიასთან დავკავდი სპექტაკლში, მერე იყო ნანუკა ხუსკივაძესთან მუშაობა და აი, ამ საოცარ ადამიანებთან ურთიერთობამ ყველაფერი შემიცვალა. უამრავი რამე ვისწავლე და მადლიერების შეგრძება მთელი ცხოვრება გამყვება. (არა მხოლოდ პროფესიულად, ადამიანურადაც გამზარდეს) მაგსიტრატურას რაც შეეხება, გიჟივით „ვასტალკერებდი“ სტუდენტებს და საქმის კურსში ვიყავი თუ რა ხდებოდა უცხოურ სასწავლებლებში. ვიცოდი რომ ურთულესი გამოცდა მელოდა, თვითონ ბრიტანელებსაც უჭირთ იქ მოხვედრა, მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, რომ ჩააბარონ ამ უნივერსიტეტში, ამიტომაც უბრალოდ ცდის დონეზე იყო ჩემი გადაწყვეტილება მიღებული. არ მქონდა ჩაბარების მოლოდინი. გავედი გამოცდაზე და მაქსიმალურად ვეცადე ჩემი ხასიათი დამენახებინა მათთვის ( სერიოზულ ინტერვიუს გართმევენ, აინტერესებთ თუ როგორი ხარ შინაგანად, რატომ გინდა მსახიობობა და საერთოდ შენში ინდივიდს ეძებენ) ჩემი შესაძლებლობის წარმოსაჩენად მაქსიმალურად დავიხარჯე. როდესაც დავბრუნდი საქართველოში, არც კი ველოდი არაფერს, იმეილსაც კი არ ვამოწმებდი. მოხდა ისე, რომ ამ ძალიან მაგარ უნივერსიტეტში (Royal Central School of speech and drama) ჩავაბარე. არც კი ვიცი სიხარული როგორ გამოვხატო.

- როგორც ვიცი ფინანსური ხელშეწყობა გჭირდებოდა და რამდენიმე კომპანია დაგეხმარა. რთული იყო თუ არა კომპანიების დარწმუნება, რომ ახალგაზრდა მსახიობის სწავლაში ფული ჩაედოთ?

როდესაც კომპანიასთან მივდიოდი ვამბობდი, რომ ეს არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია. განათლება ისეთი რამეა, რაშიც ფულს ჩადებ და ამოიღებ უკან აუცილებლად. ეს უნივესიტეტი ძალიან ძვირი ჯდება, მე მხოლოდ დედა მყავს და ვერ გავწდებოდით. ნაწილობრივ მაინც რომ დამხმარებოდნენ ამაზე ვმუშაობდით. ძალიან მორცხვი ვარ და არ მიმუშავია დაფინანსებაზე, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა შეუძლებელი გააკეთეს, რის გამოც ჩემი მადლიერება უსაზღვროა და მათი დაფასება გაასმაგდა, უფრო მეტად მივხვდი თუ რამდენად ძლიერი სამეგობრო მყავს. ძალიან იშვიათია თეატრალურიდან ასეთ უნივერსიტეტში მოხვედრა. პატარა კურსებზე ჩადიან ხოლმე, რაც შენი ნებით ხდება, აგზავნი სივს, ფულს იხდი და ჩადიხარ, მეც ვიყავი 3 წლის წინ ამ კურსზე, მაგრამ ახლა მართლა დიდი კონკურსი გავიარე, დავიხარჯე, ძალიან დიდი სახელია ამ უნივერსიტეტის დამთავრება. აქ სწავლობდნენ კიტ ჰარინგტონი, ჯუდი დენჩი და კიდევ უამრავი კარგი მსახიობი. როდესაც შენ მათ სიაში ეწერები, ეს არ მხოლოდ ჩემი, საქართველოს სახელიცაა. ჩემი აზრით, ასეთი შანსი იშვიათად გეძლევა ადამიანს და მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში, ამიტომაც უნდა დაგეხმარონ.

- რა არის შენი ძლიერი მხარე, რაც დაგეხმარა მიგეღწია იმ წარმატებისთვის, რაც უამრავ ქართველ მსახიობს ოცნებად აქვს გადაქცეული?

პირველ რიგში, ალბათ შრომა და სურვილის ძალა. ყოველთვის ვცდილობ კომფორტის ზონიდან გამოვიდე და გავირთულო საქმე, რასაც ჩემს ძლიერ მხარედ ვთვლი. რაღაც ეტაპები გავიარე: დავამთავრე, ვიმუშავე და არ მინდოდა ამით დავკმაყოფილებულვიყავი, რაღაც მეტი მინდოდა გამეკეთებინა.

-გითამაშია თუ არა ისეთი როლი, რომელმაც თავისი გავლენით, გარკვეულწილად შეგცვალა, ან ახალი თვისება შეგძინა?

კონკრეტული როლი არ ვიცი მაგრამ, ზოგადად პიესები მოქმედებს ჩემზე. როდესაც გაქვს რაღაც როლი, ცდილობ ფსიქოლოგიური პორტრეტი დაუხატო მაყურებელს, რაც შენზე აუცილებლად იმოქმედებს. მე ძალიან ბევრი მომცა ყველა როლმა.

- მამაკაცებს რა კრიტერიუმით აფასებ? როგორი მამაკაცი მოგეწონება?

იუმორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ქონდეს თავისი საქმე, ძალიან ბევრია საქართველოში, რომელიც უბრალოდ „ყბედობს“ და არაფერს აკეთებს. პროფესია შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ რაღაცას აკეთებდეს. ვიზუალური კუთხით თითებს ვუყურებ პირველად, მგონია, რომ ადამიანის ხასიათი ჩანს თითებით.

- ქალისა და მამაკაცის მეგობრობის თუ გჯერა და შენ თუ გყავს ნამდვილი მეგობარი მამაკაცი?

არა, იმის მიუხედავად რომ მყავს ბევრი მეგობარი ბიჭი. არსებობს რაღაც ზღვარი, რასაც ყოველთვის დაცვა სჭირდება, რაზეც დგას ეს მეგობრობა. ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა იყოს მაინც, გულში რომელიმე სხვა ფიქრებში წავა. უცხოეთშიც წავსულვარ მეგობარ ბიჭებთან ერთად და ძალიან ბევრი რამე გაგვიკეთებია, თუმცა წრფელი მეგობრობის მაინც არ მჯერა.

- როგორ ფიქრობ შენი ვიზუალი, გარკვეულწილად, თუ განსაზღვრავს შენს წარმატებვას?

კი რა თქა უნდა, ვიზუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თბილისში ალბათ ბევრია ჩემნაირი მაგრამ იქ, ყველა ქერა და ცისფერთვალებაა . ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ მე მათგან განვსხვავდებოდი თმის და კანის ფერით. ზოგს პორტუგალიელი ვეგონე, ზოგს ესპანელი. ანუ განსვავებული ვარ იქ, რაც დამეხმარება ბევრ რამეში.

- ადამიანების ურთერთობაში რა გაღიზიანებს?

სიყალბე. იმდენად ბევრია ირგვლივ ყალბი, ვერ ვიტან!

- საკუთარ თავში რა არ მოგწონს?

ძალიან ბერი რამე, მაგრამ გამოივარჩევ ჩემს „მედღეხვალიეტიპობას“ (იცინის) მგონია რომ ადვილია რაღაცეების მიღწევა, მგონია ბოლო ერთ საათში მოვასწრებს ყველაფერს. იქ სადაც მივდივარ ამას შემიცვლიან, სხვა დისციპლინა არის, ამის უფლებას არ მომცემს იქაური ცხოვრების სტილი და ძალიან მიხარია.

- მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სად გეგმავ კარიერის აწყობას?

ძალიან რთული კითხვაა. ძალიან მიყვარს საქართველო, მაგრამ მინდა იქ ვცადო ჩემი თავი. რადგან ამ უნივერსიტეტს აქვს უნიკალური შეთავაზება, თუ მოვეწონე და დამიტოვეს და ეს იქნება ძალიან მაგარი, ცოტას უმართლებს და მაგიტომ, ექვსი თვე დავრჩები, ვნახოთ მერე რა იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100