სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი იქნება პროსტიტუციის მომავალი?

ველინგტონის მენეჯმენტის სკოლის სწავლულებმა – იან იომენმა და მიშელ მარსმა გამოაქვეყნეს მოხსენება პროსტიტუციის მომავალზე, სადაც ნათქვამია, რომ 2050 წლისათვის სექს–ვაჭრობა მიიღებს სრულიად ახალ, მაღალტექნოლოგიურ ფორმას.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სექს–ბიზნესში ქალებს შეცვლიან ადამიანის მსგავსი რობოტი–ანდროიდები, ანუ „ანდროიდული სიამოვნების მანქანები".

რობოტებს შექმნიან სპეციალური ანტიბაქტერიალური პლასტიკისაგან, რითაც თავიდან იქნება აცილებული ვენერიული დაავადების საფრთხე.

დამატებით უპირატესობას მოიპოვებს ის გარემოება, რომ მამაკაცებს, რომლებიც ისარგებლებენ ანდროიდების მომსახურებით, „აღარ შეაწუხებს დანაშაულის გრძნობა", რადგან ისინი გასწევენ მანქანების და არა ქალების ექსპლოატაციას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100