სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ემოციურად ულოცავ ბარაკ ობამა თავის მეუღლეს ქორწინების იუბილეს

აშშ-ს ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი ქორწინების 26 წლისთავს აღნიშნავენ. საზოგადოებისთვის ობამების წყვილი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მისაბაძია, რადგან მათი ურთიერთობა სიყვარულით, თანადგომით, პატივისცემითა და მჭიდრო კავშირით არის გამორჩეული.

ინსტაგრამზე ობამა თავის მეუღლეს ქორწინების წლისთავთან დაკავშირებით ძალიან ემოციურ პოსტს უძღვნის, რომლის თარგმანსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"ქორწინების წლისთავს გილოცავ, მიშელ! ამ 26 წლის განმავლობაში შენ იყავი ექსტრაოდრინალური პარტნიორი, ის, ვისაც ყოველთვის შეეძლო ჩემი გაცინება. შენ ჩემი საყვარელი ადამიანი ხარ, რომელთან ერთადაც მთელს მსოფლიოს შემოვივლიდი" - წერს აშშ-ს ექს-პრეზიდენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100