სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალერია ნოვოდვორსკაია: „მიშისტი“ გავხდი...

„დრონი.ჯი“ გთავაზობთ ამონარიდს ცნობილი რუსი დისიდენტის, ვალერია ნოვოდვორსკაიას ეხო-მოსკვისთვის მიცემული ინტერვიუდან...
ტატიანა ფელგენგაუერი: გამარჯობათ, ეს გადაცემა „განსაკუთრებული აზრია“, მე ტატიანა ფელგენგაუერი მქვია და დღეს ჟურნალისტ ვალერია ნოვოდვორსკაიას ვესაუბრები, გამარჯობათ... ამიხსენით, ვინ გადაწყვეტს სად არის ხუმრობა, სად კარიკატურა და სად შეურაცხყოფა და დიპლომატიური ურთიერთობების განხეთქილება? ვინ ამიხსნის სასაცილოა ეს, თუ არა?
ნოვოდვორსკაია: ვფიქრომ ამის გასაგებად ელემეტალურად საღი აზროვნებაა საჭირო. რუსეთი ისედაც ყველამხრივ დამნაშავეა უკრაინის წინაშე, აქ კიდევ „გააფრთებული იუშენკოებიც“ დაემატნენ, აღარ მაქვს საუბარი სააკაშვილზე. სააკაშვილზე საუბრების მოსმენის შემდეგ „მიშისტი“ გავხდი. იცით რას იძახის ქართული დიასპორა?
ისინი დიდი პატრიოტები არიან, როდესაც მე მათ შტატებში შევხვდი, მათ თავის თავს „მიშისტები“ უწოდეს იმიტომ, რომ უყვართ მიხეილ სააკაშვილი. ნამდვილად გახდები ამის მოსმენის შემდეგ „მიშისტი“.
ფელგენგაუერი: თქვენ გიყვართ მიხეილ სააკაშვილი და ამიტომ არ შეიძლება მასზე ხუმრობა?
ნოვოდვორსკაია: მე ნაკლებად მიყვარდა მიხეილ სააკაშვილი სანამ ლანძღვას დაუწყებდნენ, სანამ არ დავინახე რომ ჩვენი მმართველებისგან განსხვავებით ის სერიოზული სახელწიფო მოხელეა, როგორ ატარებს რეფორმებს. ამის შესამოწმებლად ჩვენი წარმომადგენელი, იულია ლატინინაც დადის და ყველაფერს აკვირდება.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100