სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ჟღენტი: „ბებიაჩემი ყველას თავისი ხელით აჭმევს გოზინაყს 12 საათზე, რთულია ამ პროცესზე უარი ვთქვა“

ახალგაზრდა მხატვრის განსაკუთრებული რიტუალი, თუ როგორ შეხვდეს ახალ წელს

„დროა შევეშვა საკუთარი ცხოვრების ნგრევას იმ კითხვებზე პასუხის ძიებით, რომელსაც ვიცი ვერ ვიპოვი...“ - როგორც აღმოჩნდა ეს ახალგაზრდა მხატვრის ამ წლის ჩანაფიქრი იყო.

ორიგინალი და განსხვავებული, ნიჭიერი, ცოტა უცნაურიც, - ასეთი შეფასებები ისმის მასზე მისი ფეისბუქ გვერდის მეგობრებისგან. დავუკავშირდით. აღმოჩნდა, რომ ახალი წლის სამზადისიც ასეთივე არაორდინალური აქვს: „არასოდეს არაფერს ველი, მითუმეტეს წლებისგან... ამ შემთხვევაში არც 2016 წელი განსაკუთრებული და გამონაკლისი. არც ის მგონია რომ სამყაროს, ან ზეცაში „ვინმეს“ რამე საინტერესო და განსაკუთრებული გეგმები ჰქონდეს ჩემთან დაკავშირებით. საკუთარ თავზე დღესაც ვმუშაობ, რათა გამოვიმუშავო ჩემთვის სასურველი, აუცილებელი და მნიშვნელოვანი თვისებები და საჭიროებები: უნარები, მატერიალური მდგომარება და ა.შ“

არა ნაძვის ხე, არა თოვლის ბაბუა და საერთოდ, არანაირისამზადისი... მას „საკუთარი“ ნაძვისხე, საკუთარი თოვლის ბებო და ტრადიციები აქვს, რომელიც ძალიან უყვარს და ცდილობს ამ „ქაოსზე“ უარი არ თქვას. განსაკუთრებული საახალწლო რიტუალი თავად არ აქვს, თუმცა რამდენიმე ადამიანის რიტუალის მონაწილე და ე.წ. „მსხვერპლი“ კი ხშირად ხდება. „ბებიაჩემი ყველას თავისი ხელით აჭმევს გოზინაყს 12 საათზე, რთულია ამ პროცესზე უარი ვთქვა“.

ახალ წელს სახლში ხვდება. არ უყვარს და უუნაროს ხდის ხალხმრავალი ადგილები. მუშაობის დროსაც ცდილობს მარტო იყოს, ან მოდელთან ერთად. ადამიანების წარმოჩენას საკუთარ შემოქმედებაში ცდილობს, სხვადასხვაგავარად, სხვადასხვა განწყობითა და ფორმებით... უყვარს სიმშვიდე, ამიტომაც გაატარებსახალი წლის ღამესბებოსა და ბაბუს სახლში, ბუხრის წინ სავარძელში, საყვარელ ადამიანებთან ერთად, მხოლოდ ერთი ფიალა წითელი ღვინო და ახალი წელიც ეს არის!

თოვლის ბაბუას როდის მოჰქონდა მისთვის საჩუქრები, არ ახსოვს, თუმცა ღრმა ბავშვობას მიაწერს და უხარია, რომ რეალურად არსებობენ ადამიანები მის გარშემო, ვინც, ზუსტად იცის, რომ საჩუქრებს უმზადებს...ნაძვის ხის მორთვით ვერ ხალისობს, თუმცა „ზოგჯერ, ძალიან მშურს იმ „დიდების“, რომლებსაც ისევე ძალიან უხარიათ ეს პროცესი, როგორც ბავშვობაში...“ ახალ წელს სურვილის ჩაფიქრების რატომღაც სწამს და საკუთარ გულწრფელ ჩანაფიქრს გვანდობს:„ მინდა ჩემში ავაშენო და შევქმნა ადამიანი, რომელიც მიშველის, მომივლის, გამართობს და არ დაველოდები ვინმე მხსნელს”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100