სამმა კაცმა 15 წლის გოგო გაიტაცა, ერთმა გააუპატიურა — შსს
მარნეულში 15 წლის გოგოს გატაცების ბრალდებით 3 პირი დააკავეს. მათგან ერთს გოგოს გაუპატიურებაში ედება ბრალი. დაკავებულები 25, 22 და 32 წლის პირები არიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები გოგო გაიტაცეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც 25 წლის პირმა არასრულწლოვანი გააუპატიურა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
კომენტარი