მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები დაბადების დღეს ულოცავენ - ხალხი გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ფრანებით მივიდა
ამ წუთებში, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს.
ადგილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცეს.
ისინი მიხეილ სააკაშვილის პალატის ფანჯარასთან შეიკრიბნენ და ფრანები გაუშვეს. ადგილზე ჩართეს საქართველოს ჰიმნიც.
ჰოსპიტალთან შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილმა ფანჯრიდან მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს 54 წლის გახდა.
კომენტარი