სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ ბიზნესისთვის არა - ამ დღეს მეტისმეტად დაბნეული ხართ და ყურადღების მოკრეფა გიჭირთ. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და შეცდომის გამოსწორებას ვეღარ შეძლებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეგიძლიათ შეხვედრები თამამად დანიშნოთ.

კურო

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებებით დაგამახსოვრდებათ, თუმცა შესაძლოა, პირადი ცხოვრების პრობლემების გადაჭრა შეძლოთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი შენაძენისგან, რომელიც იმედებს გაგიცრუებთ. გამორიცხული არ არის, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდეს.

ტყუპები

ეს დღე თქვენს სამომავლო ქმედებებს განსაზღვრავს. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში წარმატება გელით. მოსალოდნელია ძველი გრძნობების განახლება.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის, მაგრამ დიდი შესყიდვებისგან თავი შეკავება ჯობს. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანმა, ვისაც ენდობით, იმედები გაგიცრუოთ. ხანმოკლე სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება კოლეგებისა და უფროსების მხრიდან დაუფარავი მტრობა გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ლომი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო პაემნებს და მხიარულ წვეულებებს გპირდებათ. მთელი ყურადღება საყვარელი ადამიანებისა და მათი საჭიროებებისკენ გაქვთ გადატანილი. თუ დაქორწინებული არ ხართ, შეიძლება თქვენი ურთიერთობის დაკანონება დაგჭირდეთ. სავაჭრო და კომერციულ ოპერაციებში წარმატება გელით.

ქალწული

ამ დღეს ზედმეტი თავდაჯერების გამო შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან და ხვალამდე მოიცადეთ. შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები თქვენ წინაშე მაცდურ პერსპექტივებს წარმოაჩენს. სავარაუდოდ, სხვადასხვა ბიზნესგარიგებაში წარმატებას მიაღწევთ.

სასწორი

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დღე მოვლენებით სავსე იყოს. გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაავადების სიმპტომების შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა თვითგანვითარებისა და ზოგადი ჰორიზონტის გაფართოებისთვის. ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თქვენთვის სასარგებლო იქნება. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს, რადგან მცირე წყენა შეიძლება, დიდ იმედგაცრუებაში გადაიზარდოს და ურთიერთობის გაწყვეტამდე მიგიყვანოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. თუ ავტომობილს მართავთ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ დღის მეორე ნახევარში მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვები შეზღუდოთ. მოსალოდნელია ძველი გრძნობების განახლება.

თხის რქა

უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა - მშობლები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და მათ დარწმუნებას აზრი არ აქვს. ახალი ბიზნესკავშირები შეიძლება ძალიან ძლიერი და ხანგრძლივი იყოს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

მერწყული

ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. პროფესიული საქმიანობის სფეროში საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დროა, დღესასწაულის დროს დაგროვილი კილოგრამებისგან გათავისუფლებაზე იფიქროთ.

თევზები

ეს დღე თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია. ბევრი თევზი ბონუსს ან საჩუქარს მიიღებს. დღის განმავლობაში უნდა მოერიდოთ კატეგორიულ მსჯელობას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. სხვადასხვა ბიზნესგარიგებებში წარმატება გელით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100