სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორია, რეალურ ცხოვრებაში სერიალ „ჩცდ“-ის გარიგებული პერსონაჟი - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ბაჩო ჩაჩიბაიასთან

ამბობს, რომ მაყურებელთან შეთანხმებულია, როცა ატყუებს და ეს ლოგიკურად მიაჩნია... განიცდის, ტკივა და უხარია ყველა მისი გმირივით. ძნელია, ის სცენაზე დაინახო და მისით არ აღფრთოვანდე. ბედნიერია, რომ იპოვა მისი მეორე ნახევარი და ჰყავს ნანატრი ორი ქალიშვილი.

დრონი.ჯი რუსთაველის თეატრის მსახიობის, ბაჩო ჩაჩიბაიას პირადი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოგიყვებათ.

- ბაჩო, როგორც ვიცით, კინოსა და თეატრის მსახიობი ხარ, რას მიიჩნევ აუცილებელ პირობად იმისთვის, რომ მსახიობმა თავისი ნიჭი სრულად წარმოაჩინოს?

- კი, სწორად აღნიშნე, მეკინოსა და თეატრის მსახიობივარ, თუმცა ეს დიპლომში წერია. მე ინსტიტუტშივეჰაესისკამერასთანაც კი არ მიმუშავია. რატომ მაქვს ეს დიპლომი ცოტა უცნაურია. (იცინის) ინსტიტუტიდან იწყება ყველაფერი. ამ პროფესიაში და ამ ქვეყანაში, ნიჭი არის 40% და დარჩენილი 60% იღბალი. (სწორედ აქ უნდა მოხვდე). აქ არაფერი გაძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარი ნიჭი სრულად წარმოაჩინო. ვიტყვი, რომ გამიმართლა ძალიან ბევრ რამეში, მაგრამ ფეხი-ფეხზე გადადებული არ ვმჯდარვარ. მიმუშავია და ვერც იმას ვიტყვი, რომ არ გიფასდება, უბრალოდ ქვეყანა არ გაძლევს მაქსიმუმის გაკეთების საშუალებას. რამდენიმე პატარა სერიალში მაქვს ნათამაშები, მაგრამ კამერასთან მუშაობით მაინც ვერ ვარ კმაყოფილი. თეატრში, ალბათ, ყველა ჟანრი ნათამაშები მაქვს. ვერ ვიწუწუნებ, რომ არ მინახავს, ან არ განმიცდია.

- შენი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, ალბათ მრავალი როლი განასახიერე, რაც, იმას ნიშნავს, რომ უამრავი ტიპის ადამიანს იცნობ. ყველაზე მეტად შენი რომელი გმირი გგავს და რა თვალსაზრისით?

- ვერ ვიტყვი ვერც ერთზე, რომ მგავს ან ვგავარ. ამაზე ცოტა ხნის წინ დავფიქრდი. ქუჩაში მკითხა უცნობმაშენ ის ხარო?!“ და გმირის სახელი მითხრა. ჩემდაუნებურად გავეცი პასუხი და მერე დავფიქრდი თუ რა პასუხი გავეცი. „ხანდახან ის ვარ და ხანდახან ბაჩო მეთქი“ . რაც ამ პროფესიაში მიყვარს ეს არის ყველა გმირი, რაც მითამაშია, რასაც განასახიერებ ის მართალია. რაღაცით, ალბათ, ყველა პერსონაჟი ჰგავს ბაჩოს, ვერ ვიტყვი იმ დონის მსახიობი ვარ, რომ ყველა სპექტაკლში სხვადასხვა ვარ-მეთქი. ამბობენოთხი კედელი აქვს თეატრს და პარტეში ვერ იყურებიდა ბლა-ბლა-ბლა...მაგრამ არა, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავ.

როცა სცენაზე დგახარ და თამაშობ, მართლა გავიწყდება ყველაფერი იმიტომ, რომ შენ თვითონ იჯერებ ამ ყველაფერს და მაყურებელიც ტყუვდება, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთს როცა ყიდულობ უკვე მზად ხარ ტყუილისთვის. იცი რომ ბაჩო ვარ ჩაჩიბაია, შემოდიხარ და გეუბნები ჯოყოლა ვარ-მეთქი... ნუ ლოგიკურია, იცი, რომ გატყუებ, მაგრამ შეთანხმებულები ვართ. (იცინის) მე უნდა დავიჯერო, რომ შენ დაგაჯერო.

-„ჩცდ“-ში შენი გმირი უკვე ძალიან საინტერესო გახდა? პირად ცხოვრებაში თუ გაურიგებიათ შენთვის ვინმე?

-არასდროს. ეს მაოცებს. რამდენჯერმე დამირეკა ქალბატონმა ეკამ (ძალიან დიდ პატივს ვცემ) მათ შორის იმ ექიმის როლზე. ხო, ამ ბიჭთან ვმეგობრობ და საერთოდ არ არის ისეთი ადამიანი, როგორც წერენ. მაგალითად, იმ დღეს მიუწერიათშე საშინელო ადამიანო, ცოლს მიხედეო“. გოგოსგან მესიჯი მისვლია კიდევ, რომ კბილი მტკივა და ქმარი სტომატოლოგთან არ მიშვებსო. ეს ხომ აბსურდია, რომ ადამიანს ასეთი რამე მისწერო, მხოლოდ იმიტომ, რომ სერიალში ასეთი როლი შესთავაზეს? ეს ცოტა დებილობაა.

- „კატოსმსგავსი ქალი მოგეწონებოდა თუ არა რეალურ ცხოვრებაში?

- მე, ვინც დღეს მყავს, ვინც მიყვარს და ვინც ჩემი ცოლია, ის ჩემი მეორე ნახევარია. მქონდა შეგრძნება, რომ მყავდა ცოლი და დღეს ვფიქრობ, რომ მყავს მეორე ნახევარი. ვიცნობდით უზომოდ ბევრი წელი. ეს ტექნიკური რეჟისორი იყო, მე მსახიობი და უამრავი საქმე გვაქვს გაკეთებული. ერთ დღესაც ისევ რეპეტიციაზე მივდიოდით, უბრალოდ მე მივიდე 10- რომ აკლდა 15 წუთი და ის მოვიდა 10- რომ 10 წუთი აკლდა, აქედან დაიწყო ყველაფერი. წინასწარ ვერ დაგეგმავ. „ვიღაცას შევხედავ და შემიყვარდება“ - ასეთი რამ არ არსებობს. რაღაც უნდა მოხდეს. არ შემიძლია, მაქსიმალურად ვზღუდავ ჩარჩოებს. გავურბივარ. ისე ვცხოვრობთ, რომ ქვეცნობიერშიც კი არ გვაქვს ჩამოწერილი ვინ რა უნდა გააკეთოს, ამიტომ ვინ მოგეწონება და როგორი ეს წინასწარ არ იცი.

- ხომ არ დაასპოილერებდიჩცდ“- მაყურებელს და რამეს ხომ არ ეტყოდი, თუ როგორი განვითარება აქვს შენს გმირს?

-ეს კითხვა მეც მაქვს. არ ვიცი, ეს ცოცხლად იწერება.

- შენი გადმოსახედიდან, როგორია იდეალური ქალი?

- მეორე ნახევარი! ჩამოწერას როცა ვიწყებ უკვე საქმეს ვაფუჭებ.

- როდის ხარ ყველაზე ბედნიერი?

- ჩემთვის ყველაზე მაგარი სიამოვნებაა, როცა პრემიერა ითამაშე, გამოხვედი, ტაში დაგიკრეს მართალი გულით და არა სევდიანი სახით, მერე შიგნით შემოვიდნენ, ბევრი გულწრფელიგილოცავმიიღე. მერე ჩამოხვალ, ოთახში დაჯდები და მოგეშვება.

ვხვდები, რომ საზღვარი იმ სიამოვნებასაც არ აქვს, რასაც მამობა ჰქვია. მახსოვს, ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი, უბრალოდ ბავშვის ტირილის ხმა გავიგე და მივხვდი, რომ გული წამივიდოდა, მაშინვე დავჯექი. ექიმი რომ გამოვიდა და მითხრა გაიხადეო (გულზე უნდა დაეწვინათ პატარა) აი, ის კადრი იყო ფილმიდან, ჯიმ ქერი რომ ღმერთი ხდება და ერთიანად იხდის ტანისამოსს. ასე დავიწყე გახდა და ექიმმა მითხრა შვილოო წელს ზემოთ გაიხადე, ქვევით აღარ არის საჭიროო. იმ დონეზე დავიბენი, რომ შარვლის ჩახდაც დავიწყე. (იცინის)

- გითამაშია თუ არა ისეთი როლი, რომელმაც თავისი გავლენით, გარკვეულწილად შეგცვალა, ან ახალი თვისება შეგძინა?

- „სტუმარი“, სადაც ზიგმუდ ფროიდს ვთამაშობ. ფროიდთან მოდის სტუმარი და დაახლოებით 15 წუთი არის დიალოგი. მთელი დარბაზი გასუსულია, საოცარი სიტყვებია. თვითონ პიესა, რომ წავიკითხე რამდენიმე წლით გავიზარდე. ფრაზებმა, რომელიც წავიკითხე, ბევრ რამეს მიმახვედრა - „ასაკთან ერთად ჩვენ კი არ ვიცვლებით, სამყარო იცვლება ჩვენს ირგვლივ. ადამიანები უფრო და უფრო სწრაფად დადიან და უფრო და უფრო ხმადაბლა საუბრობენ. ზამთარი უფრო და უფრო ცივია, ზაფხულის სიცხე გაუსაძლისი. კიბის საფეხურები დააგრძელეს და წიგნების ბეჭდვა დაიწყეს წვრილად. საჭმელს აკლია სიტკბო, სიყვარულს ძველებური გემო. მთელმა სამყარომ შენს წინააღმდეგ პირი შეკრა, ჩვენ არ ვიცვლებით, არადა რომ დავფიქრდეთ, ხალხი დადის ჩქარა? თუ-შენ ვეღარ ეწევი ასაკთან ერთად?! წიგნებს წვრილად ბეჭდავენ? თუ- სათვალე გჭირდება?! ჩუმად არ ლაპარაკობენ, ყურში აღარ გესმის!“... და ასე შემდეგ, ცოტა სხვანაირად შევხედე რაღაცეებს.

- შენს ოჯახზე მოგვიყევი...

- მე, მარიკა და ორი შვილი. ანასტასია ჩაჩიბაია და მეორე გაგვიჩნდა ახლახანს მაშო. ვართ თბილი, გიჟმაჟური ოჯახი. სულ ვამბობ, რომ მეორე ნახევარი შემხვდა. ბედნიერები ვართ უკვე შვიდი წელია. სამჯერ მოგვივდა კამათი და ყველაზე დიდ ხნიანი შვიდ წამს გაგრძელდა. მყავს ასეთი, ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100