სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორი საინტერესო მეცნიერული კვლევა ბედნიერების შესახებ

WIN/Gallup International-მა წელსაც სცადა გაერკვია სად ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი ადამიანები და აი შედეგიც.

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ფიჯის კუნძულებზე ცხოვრობენ, აქ თავს ბედნიერად მიიჩნევს მოსახლეობის 93%. რეგიონალური მასშტაბით კი ყველაზე ბედნიერები არიან აფრიკის მაცხოვრებლები, ყველაზე უბედურები კი დასავლეთ ევროპაში ცხოვრობენ.

იგივე კვლევის შედეგების თანახმად თავი ბედნიერად მიაჩნია გამოკვლეული 65 ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 10%-ით დაბალი იყო.

ბედნიერებასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა Beagle Street-მაც, მათი მიზანი იყო ბედნიერების ასაკის დადგენა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცები ბედნიერებას 40 წლის ასაკში აღწევენ ქალბატონები კი 38. აღნიშნული ფაქტის მიზეზად სპეციალისტები ფინანსურ კეთილდღეობას ასახელებენ, რადგან სწორედ ამ ასაკში აღწევს ადამიანი მყარ მატერიალურ მდგომარეობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100