სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მუსიკოსი ქალაქ თბილისში 1946 წლის 2 აგვისტოს დაიბადა. დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია 1970 წელს.

1970–1992წწ. იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1965 წლიდან გასტროლებს მართავს საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში; 1974 წელს მის შესახებ გადაღებულია იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში “სიბელიუსი”; გასული საუკუნის 90-იან წლებში მევიოლინეს შემოქმედება მჭიდროდ დაუკავშირდა გერმანიას; 1990 წელს ლიანა ისაკაძემ გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც უკვე ოც წელზე მეტია “ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის” სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია; ლ. ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, 3 წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი დაკვრა გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით; მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზოტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების(მაგ. ო. თაქთაქიშვილის სავიოლინო კონცერტი) პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის “ღამის სერენადები”-ს ორგანიზატორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100