ნარჩენების ტანსაცმელი
რამდენიმე დღის წინ ინდოეთში მოდის კვირეული ჩატარდა, სადაც ქვეყნის ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა ნიკი მაჰაჯანმა აჩვენა მისი ახალი კოლექცია. ეს კოლექცია ყველასგან განსხვავებული იყო, რადგან ტანსაცმელი შექმნილი იყო ნარჩენებისგან. ისეთებისგან, რომელსაც ქარხნები და ოჯახები ტოვებს ნაგვის სახით.
დიზაინერი 20 წელია ამ საქმეში მოღვაწეობს. მას ყველანაირ განხრაზე აქვს ნამუშევარი. პროექტმა უკვე მიიქცია ყურადღება, როგორც მოდის სამყაროს მონაწილეებისა, ასევე გარემოს დაცვის სამსახურის. მათი აზრით, ასეთი ტანსაცმელის შექმნა, პირველ რიგში ეკოლოგიის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. დიზაინერი მოდელების გაყიდვაზე ფიქრობს. ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ინდური ჩაცმულობით.
კომენტარი