რა არის ცნობილი პუტინის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ?
24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინის ტერიტორიაზე. ის ჯარს კრიმინალურ ბრძანებებს აძლევს. ის ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას, ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებსა და სამშობიაროებს. ამის შესახებ სტატიას „უნიანი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ეჭვობენ, რომ პუტინს ფსიქიკური აშლილობა აქვს, ვინაიდან ადეკვატურ ადამიანს თავისი მიზნისთვის არ შეუძლია ადამიანების მასობრივი მკვლელობების ჩადენა. რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა, სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი გუდკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობა 2020 წელს გაუარესდა. მისი თქმით, ამის შემჩნევა ახლობელმა ადამიანებმა დაიწყეს. გარდა ამისა, ალექსეი დანილოვმა ადრე აღნიშნა, რომ ფიურერის ფსიქიკური ჯანმრთელობა არ იყო წესრიგში. ამერიკული მედია იტყობინება, რომ შეერთებულ შტატებში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის კეთილდღეობის საკითხიც განიხილეს, სადაც მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო. ასე რომ, დისკუსიების დროს გაჩნდა კითხვები პუტინის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მკაფიო პასუხი არ გასცეს. თუმცა, საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი, კგბ-ს მთავარი წარმომადგენელი იური შვეცი, დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს კიბო აქვს. როგორც გამოცემა წერს, ვინაიდან „ფიურერის“ ფსიქიკური ჯანმრთელობა ახლა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკითხია, მისი ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტებიც საუბრობენ. ფსიქიატრმა მარინა შელუდენკომ აღნიშნა, რომ პუტინი პარანოიდული ფსიქოპათიით (ამ დროს პიროვნებას ახასიათებს მყარი უნდობლობა) იტანჯება. ამას მოწმობს დაღლილი მზერა, დაძაბული შუბლი, დაძაბული ღიმილი, თავის მოძრაობის თითქმის სრული არარსებობა. ექსპერტები „უნიანთან“ საუბარში, ასევე, აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გამოსვლების დროს სისულელეებს ლაპარაკობს და ეს, ასევე, ფსიქიკური აშლილობის სიგნალია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ჭორები, რომ პუტინი უახლოეს მომავალში მოკვდება. ამ მოსაზრებას იზიარებენ ასტროლოგები და სხვა არაერთი ცნობილი პიროვნებები.
კომენტარი