სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიჭიერი ქართველი მხატვარ-დიზაინერი ეკატერინე სიყმაშვილი თავისი ხასხასა ფერებითა და ორიგინალური აქსესუარების ხაზით

ეკატერინე სიყმაშვილი ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი დიზაინერი გოგონაა. 26 წლის ეკატერინე ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინერია, ასევე მუშაობს არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის კუთხითაც. თუმცა ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მისი ნახატებია. თანამედროვე სტილსა და ხასხასა ფერებში შესრულებული მისი ნამუშევრები თვალს აუცილებლად მოგჭრით. „დრონი.ჯი“ ახალგაზრდა ხელოვანს მის შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- რა ასაკიდან ხატავთ და რა ჟანრს განეკუთვნება თქვენი ნახატები?

ვახატავ ბავშვობიდან, ფერწერა არასდროს არ მისწავლია, განათლება ამ კუთხრით არ ამქვს. უფრო გრაფიკული კუთხით ვხატავ. სტილში ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული, არვ იცი ამ მიმდინარეობას რა ჰქვია. მომწონს თანამედროვე სტილი და სალვადორ დალი მიყვარს ძალიან.

- პერსონალურ გამოფენას თუ გეგმავთ?

დიახ, შემოდგომით მინდა გამოფენის ჩატარება. ახლა აქტიურად ვხატავ, ვემზადები. წლების მანძილზე ბევრი ნახატი მაქვს დაგროვებული და კიდევ შევმატებ ახლებს.

- დიზაინით როდიდან დაინტერესდით?

სკოლის შემდეგ ტანსაცმლის დიზაინის მიმართულებით განათლება მივიღე. დაახლოებით 3 წელია რაც მაისურებსა და აქსესუარებს ვქმნი. თავიდან მაისურებით დავიწყე, შემდეგ კი ჩანთებზე, ფეხსაცმელსა და საყურეებზე გადავედი. ძირითადად ხელით ვმუშაობ, ხელით ვაფორმებ ყველაფერს. შემდეგ კი მათ ინტერნეტის საშუალებით ვყიდი.

- არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინებს თუ აკეთებთ?

ინტერიერისა და აქრქიტექტურის მიმართულებითაც ვმუშაობ. კერძო შეკვეთები მაქვს. არაერთ პროექტზე მიმუშავია. 2015 წელს პროექტში „ქართველი ქალი ხუროთმოძღვრებაში“ მივიღე მონაწილეობა. გერმანელებს ძალიან მოეწონათ ჩემი ნახატები და ფერები. 2016 წელს კი გამოფენაში „ქალები აშენებენ საქართველოს“ ვმოანწილეობდი. შემდეგ ამავე სახელწოდების კატალოგი გამოიცა, სადაც ჩემი არქიტექტურული თუ ინტერიერის ნამუშევრებიც შევიდა.

- მომავალში რა გეგმები გაქვთ? ტანსაცმლის დიზაინის კუთხით თუ აპირებთ კოლექციის შექმნას?

ვაპირებ არქიტექტურის კუთხით მუშაობას, რადგანაც ძალინ მიყვარს ჩემი პროფესია. თუმცა ტანსაცმლის დიზაინითაც სერიოზული გეგმები მაქვს. კოლექციის შექმნა და მოდის კვირეულში მინდა მონაწილეობის მიღება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100