სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არ დაპატიჟა ანჯელინა ჯოლიმ ოსკაროსანი მამა ქორწილში? ვარსკვლავური ოჯახის უთანხმოება

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის საიდუმლო ქორწინება მსოფლიო მედიის მთავარი განხილვის თემაა, ჟურნალისტები ყველა დეტალის გარკვევას ცდილობენ, რადგან საზოგადოება ვარსკვლავური წყვილით ძალიან არის დაინტერესებული.

ქორწილის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გაირკვა ისიც, რომ ვიწრო წრეში გამართულ ცერემონიას, ანჯელინა ჯოლის კინოვარსკვლავი მამა, ოსკაროსანი მსახიობი ჯონ უაიტი არ ესწრებოდა, უფრო მეტიც უაიტმა შვილის გათხოვება მედიასაშულებებიდან შეიტყო.

ჯოლისა და მამამისს შორის ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიძაბა, ულამაზესი ქალბატონი მშობელს ოჯახის დანგრევას არ პატიობს. წლების წინ ჯონმა ანჯელინა ჯოლის დედა და 2 შვილი სხვა ქალის გამო მიატოვა.

დიდი ხნის განმავლობაში ჯონ უაიტს შვილთან და შვილიშვილებთან ურთიერთობის უფლება არ ქონდა, თუმცა 2 წლის წინ სიძემ, ბრედ პიტმა ანჯელინა მამასთან შეარიგა და ყველას ეგონა, რომ ვარსკვლავურ ოჯახში იდილიამ დაისადგურა, თუმცა ქორწილის მამის გარეშე გადახდით ანჯელინამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მამას შეცდომას ვერ პატიობს.

თანამედროვე მსოფლიოს ულამაზესი ქალის ქცევა განსაკუთრებით გაუგებარია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 9 წლის წინ ჯოლი თავადაც გახდა სხვისი ოჯახის დანგრევის მიზეზი. ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული, როდესაც 2004 წელს მისტერ და მისის სმიტის გადაღებებზე ანჯელინა ჯოლის დაუახლოვდა და მის გამო ოჯახი დაანგრია.

შეგახსენებთ რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 9 წლიანი რომანისა და 6 საერთო შვილის (3 ბიოლოგიური და 3 ნაშვილები) შემდეგ 2014 წლის 23 აგვისტოს, საფრანგეთში ოფიციალური ცოლ-ქმარი გახდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100