სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუცნაშვილი: რატომ უნდა შეწყვეტილიყო მოსმენები, რა ქვეყანა გაჩერდა?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სატელეფონო მოსმენები მხოლოდ მოსამართლის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე ხდება.

ქუცნაშვილი ამგვარად ,,ფრანს პრესის“ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა მოსახლეობის სატელეფონო საუბრების მოსასმენად შვედური სატელეკომუნიკაციო გიგანტის ,,ერიქსონის“ ტექნოლოგიებს იყენებდეს.

„რატომ უნდა შეწყვეტილიყო მოსმენები. რა ქვეყანა გაჩერდა, კანონი გაუქმდა, სასამართლოები არ არსებობს თუ რა ხდება? მოსამართლე გასცემს ბრძანებას მოსმენის ჩატარების თაობაზე. მისი ბრძანების გარეშე, მოსმენის ჩატარების უფლება, მხოლოდ სამძებრო ორგანოებს აქვთ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობით არის ნაკარნახევი. ეს საკითხი თავიდან ბოლომდე სასამართლოს გავლენის ქვეშაა მოქცეული,“- ამბობს ქუცნაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100